ლიცენზიის არქონისთვის 2000-მდე ტაქსი დაჯარიმდა

“პირველი ოქტომბრიდან დღემდე ლიცენზიის არქონისთვის 2000-მდე ტაქსი დაჯარიმდა”,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გადანცხადა.

“სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე, ან სანებართვო წესების დარღვევით ტაქსის მომსახურების გაწევის შემთხვევები. პირველი ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 2000-მდე ტაქსი იქნა დაჯარიმებული. მათგან 700 მძღოლი პირველ ოქტომბერს დაჯარიმდა. ამიტომ პარლამენტმა, რა თქმა უნდა, ჩვენთან შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება და გამოუშვა ამინისტია, რათა ეს ჯარიმები იქნეს ჩამოწერილი. ხოლო პირველი ოქტომბრის შემდეგ ყველა მძღოლს, რომელიც ნებართვის არქონის გამო დაჯარიმდა მოუწევთ ჯარიმის გადახდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს დაჯარიმებულ ტაქსის მძღოლებს ჯარიმები მოეხსნებათ. ამის თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო, რომელიც ჯარიმების ჩამოწერას ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით გეგმავს.

ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფას ითვალისწინებს, პირველ ოქტომბერს ამოქმედდა.

A კატეგორიის თეთრი ფერის ტაქსის მძღოლებს უფლება აქვთ, მგზავრები ქუჩაში აიყვანონ. ამ კატეგორიის ტაქსებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და უბანში, ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისარგებლონ უფასო პარკინგით. A კატეგორიის ტაქსებს ასევე შეუძლიათ ავტომობილზე სარეკლამო ბანერების განთავსება.

A კატეგორიისგან განსხვავებით, მხოლოდ კომპანიებთან თანამშრომლობისა და გამოძახებით მუშაობის უფლება აქვთ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებს.

მანქანის ფერთან და საჭესთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, A კატეგორიის ტაქსებისთვის ჯარიმები ამოქმედდება.

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მძღოლებს უფლებას აქვთ, B კატეგორიაში გააგრძელონ მუშაობა 2021 წლის პირველ იანვრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად