ლიტერატურული პრემია “საბას” გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ მე–14 დაჯილდოების ცერემონიას დავით მუხრანბატონის სასახლემ უმასპინძლა. „საბამ“ სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული 11 ავტორი გამოავლინა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ტარიელ ჭანტურიას. როგორც ღონისძიების გახსნაზე პოეტმა რატი ამაღლობელმა განაცხადა, წელს "საბას" სიახლეები აქვს, ახალი ნომინაციის "ხალხის რჩეული", რომელსაც მკითხველები გამოავლენენ. 

ნომინაციაში – ელექტრონული წიგნი გამარჯვებულია ოთარ ჯირკვალიშვილის „ლაზარე“

წარდგენილნი იყვნენ:

1. გოჩა სხილაძე, „უნაპირო მდინარე“ (ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
2. ოთარ ჯირკვალიშვილი, „ლაზარე“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
3. გიორგი ლორთქიფანიძე, „სია“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)
4. ხათუნა ხაბულიანი, „პუბლიკაციები“(ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“)

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკისთვის – თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“

1. ლექსო დორეული, „წერის თავგადასავალი“ (კალმოსანი)
2. თამაზ ვასაძე, „20 ქართული მოთხრობა“ (ინტელექტი)
3. თემურ კობახიძე, „ტომას ელიოტი და მაღალი მოდერნიზმის ლიტერატურული ესთეტიკა“ (უნივერსალი)

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“

1. შოთა გუჯაბიძე, „ბათომი“ (გაზეთი „ბათუმელები“)
2. შორენა ლებანიძე, „ მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდათორმეტი დღე“ (არტანუჯი)
3. გაგა ნახუცრიშვილი, „სისულელის ტრაქტატი“ (ინტელექტი)
4. ზაზა ფირალიშვილი, „ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა“ (არტანუჯი)
5. ნინო ჩხიკვიშვილი, „უკანასკნელი ცისფერყანწელი“ (არტანუჯი)

საუკეთესო დებიუტი:

სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა) – ხალხის რჩეული, ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაცია გაიყო და გადანაწილდა ორ მონაწილეზე: იუნონა გურული, “დიაგნოზი” და ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი”.

1. იუნონა გურული, “დიაგნოზი” (საუნჯე)
2. ნანა ექვთიმიშვილი, “მსხლების მინდორი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
3. სალომე მაკარიძე, “ჩვენ” (სიესტა)

საუკეთესო თარგმანი – თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“

1. მიხეილ ანთაძე, ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. მაია ბადრიძე, ჰერმან ბროხის „მთვარეულები“ (დიოგენე)
3. ლევან ბერძენიშვილი, ჰომეროსის „ილიადა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. ნანა გოგოლაშვილი, ტიმურ ვერმესის „ის კვლავ აქ არის“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
5. გიორგი კახაბერი, ნატო კახაბერი, დალი იაშვილი, მარსელ პრუსტის „სოდომი და გომორი“ (არტანუჯი)
6. ანი კოპალიანი, მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“ (წიგნები ბათუმში)
7. ქეთი ნიჟარაძე, ედგარ ლი მასტერსის „რჩეული ეპიტაფიები სფუნ რივერის ანთოლოგიიდან“ (ინტელექტი)
8. ნინო ქაჯაია, ხორხე ლუის ბორხესის „შვიდი საღამო“ (ინტელექტი)
9. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „გვამის შემგინებელი“ (არტანუჯი)
10. თამარ ჯაფარიძე, ჯონ ფაულზის „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“ (დიოგენე)
11. გვანცა ჯობავა, ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ (არტანუჯი)

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი (ქართული ლიტერატური მხატვრული თარგმანი)

ლინ კოფინი – "ვეფხისტყაოსანი"

საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები”

1. ნინო თარხნიშვილი, “ნინო’s Notes” (ინტელექტი)
2. ზაალ სამადაშვილი, “იუნკერ ერისთავის ბუცები” (ინტელექტი)
3. დათო ქარდავა, “ესავის ხელები” (ინტელექტი)

საუკეთესო პოეტური კრებული – ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს”

1. შოთა იათაშვილი, “პოეტური გამოცდილების სიმწარე” (ინტელექტი)
2. პაატა ნაცვლიშვილი, “ხელოვნური ყვავილები” (უსტარი)
3. ზვიად რატიანი, “შენთვის შეიძლება“ (დიოგენე)
4. ბესიკ ხარანაული, “ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს” (ინტელექტი)

საუკეთესო რომანი – ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები”, ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი”

1. თამთა მელაშვილი, “აღმოსავლეთით” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
2. ზურაბ სამადაშვილი, “მოსალოდნელი მოულოდნელობანი” (გლოსა)
3. დათო ტურაშვილი, “სხვა ამსტერდამი” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
4. ბექა ქურხული, “სამოთხიდან გაქცეულები” (ინტელექტი)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად