ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცი დაჭრეს

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

როგორც “აიპრესს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შემთხვევა შუადღისას მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “აიპრესს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება რამდენიმე მუხლით არის აღძრული: 117-ე მუხლით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, 143-ე მუხლით- თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც უკანონოდ შეძენილი იარაღის ან საბრძოლო მასალის გამოყენებით დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად