ლისის ტბასთან 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, შედეგად 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა. როგორც „აიპრესთან“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. 

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დაიწვა, ადგილზე მუშაობდა 1 სახანძრო ჯგუფი, მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, დაშავებული არავინაა“, – განგვიცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...