ლისაბონში საერთაშორისო ფორუმის ჩატარება გააპროტესტეს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში ასობით აქტივისტმა მსვლელობა გამართა. მათ პორტუგალიის Nova Ordem Social- ის მიერ ორგანიზებული ექსტრემისტული მემარჯვენე ჯგუფის კონფერენცია გააპროტესტეს, რომელშიც მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 65 ადამიანი შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

”ჩვენს ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს ისეთი ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოძრაობებს აერთიანებს, რომლებსაც ქსენოფობიური, რასისტული და ღიად ფაშისტური შეხედულება აქვთ. ეს ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადა მემარცხენე ბლოკის დეპუტატმა, იზაბელ პირესმა.

პორტუგალია ევროპაში ოთხიდან ერთ-ერთი ქვეყანაა, რომლის პარლამენტში მემარჯვენე პოლიტიკური პარტია არ არსებობს.
აქციის მონაწილეებმა პრემიერმინისტრის ანტონიო კოსტას პოლიტიკა მკაცრად გააკრიტიკეს იმის გამო, რომ კონფერენციაში მონაწილეობა ევროპულმა ჯგუფებმა მიიღეს, მათ შორის, გერმანულმა Die Rechte-მ და ფრანგულმა Parti Nationalist Francais- მა.

”ჩვენ არ გვინდა, საერთაშორისო მოძრაობის მიღმა ვიყოთ, რომელიც ევროპაში ხდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს Nova Ordem Social- ის ლიდერმა, მარიო მაჩადომ.

შეხვედრა ლისაბონში მდებარე სასტუმრო SANA- ს საკონფერენციო დარბაზში შედგა, სადაც ადგილების უმეტესი ნაწილი ცარიელი იყო, რაც პორტუგალიაში მემარჯვენეების არასაკმარის პოპულარობაზე მიუთითებს.
Nova Ordem Social- ის ლიდერი, 2017 წელს ციხიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც პატიმრობაში ათი წელი გაატარა. ის სასჯელს რასობრივი დისკრიმინაციისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის იხდიდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...