ლიპეცკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს 2 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

ავარია გუშინ, თბილისის დროით 19 საათსა და 40 წუთზე, ლიპეცკის ოლქის სტანოვლიანსკის რაიონის დასახლებულ პუნქტ იარკინოს მახლობლად მოხდა.

მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით მომავალი ფიზიკური პირის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული ავტობუსი, საქართველოს მოქალაქეებით, 17 მგზავრით და ორი მძღოლით, მოყინულ გზაზე მოცურდა და ამობრუნდა. ავარიის შედეგად ორი მამაკაცი (40 და 48 წლის ასაკის) დაიღუპა, ცხრა, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა. დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა, სამს საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვს, დაშავებული არასრულწლოვანი ტრავმატოლოგიურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს სექცია მუდმივ კავშირზეა რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან, მათ შორის, როგორც საგანგებო მდგომარეობის სამსახურთან, ასევე სამედიცინო ცენტრთან სადაც განთავსებულნი არიან დაშავებულები. ამოქმედებულია ცხელი ხაზი +7 9269262740.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

ასევე, საქარველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით მგზავრების გადმოსაყვანად რუსეთის ფედერაციის მიმართულებით უკვე გაემართა 2 ავტობუსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად