ლიპარტელიანმა და თუშიშვილმა ყველა მეტოქე იპონით დაამარცხეს და ოქროსთვის იჭიდავებენ

მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ძიუდოისტთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენძიუდო,

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა იპონით დამარცხა სამივე მეტოქე – ბელარუსი მიკიტა სვირიდი, მონტენეგროელო დანილო პანტიჩი და ფრანგი მარეტ კირილი და ევროპული თამაშების ოქროს მედლისთვის ფინალში რუს არმან ადამიანს შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ვარლამ ლიპარტელიანს არცერთი მეტოქისგან ილეთი არ გაუშვია.

+110 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილს სამი მეტოქის – რუმინელი ვლადუტ სიმონესკუს, პოლონელი მაცეი სარანსკის და ნიდერლანდელი ჰენკ გროლის იპონით დამარცხებისთვის ჯამში 2 წუთი და 50 წამი დასჭირდა. ფინალში გურამ თუშიშვილი რუს ინალ ტასოევს შეხვდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...