ლიპარტელიანის მეუღლე: ყველაზე ცუდად მაშინ გახდა, პრემიერმა რომ უთხრა ერის სიამაყე ხარო

"კიდევ უფრო ცუდად გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაურეკა. ყველაზე ცუდად მაშინ გახდა",- ამის შესახებ ქართველი ძიუდოისტის, ვარლამ ლიპარტელიანის მეუღლემ, გიული ჭკუასელმა ტელეკომპანია "მაესტროსთან" განაცხადა.

ყველა აგვატირა. მე კი არა, მთელი საქართველო წერს, რომ მისი ემოცია გულისამაჩუყებელი იყო. ვერცხლის მოპოვება ოლიმპიურ თამაშებზე ძალიან დიდი შედეგია. ვარლამი ძალიან ემოციური ადამიანია. თავი დახრილი რომ ჰქონდა, იმას ნიშნავდა, რომ მთელ საქართველოს უბოდიშებდა. კიდევ უფრო ცუდად გახდა, როდესაც პრემიერ-მინისტრმა დაურეკა. ყველაზე ცუდად მაშინ გახდა. პრემიერი მეუბნებოდა, ერის სიამაყე ხარ, მე კიდევ, ჩემპიონი ვერ გავხდიო“, – განაცხადა ლიპარტელიანის მეუღლემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...