ლიპარტელიანი ფონსეკასთან დამარცხდა და რეპეშაჟიდან იბრძოლებს ბრინჯაოს მედლისთვის (ვიდეო)

ტოკიოში, კადობანის ტატამზე დღეს 100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაებნენ მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლაში

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, მსოფლიო ჩემპიონატების სამგზის ვერცხლის და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ვარლამ ლიპარტელიანმა პირველი ეხვედრა ესტონელი გრიგორი მინასკინთან გამართა. ესტონელისაკმაოდ კერკეტი მეტოქე აღმოჩნდა და ლიპარტელიანმა უილეთო შეხვედრაში შიდოებით გაიმარჯვა.

მეორე შეხვედრაში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე ფრანგი ალექსანდრე იყო. შეხვედრის 3 წუთი და 28 წამი ისე მიილია, რომ მეტოქეებმა ერთმანეთს ილეთის ჩატარების საშუალება არ მისცეს და უკვე ყველა ოქროს დროის შეხვედრის გადასვლას ელოდებოდა, როდესაც ლიპარტელიანმა წამით დაასწრო მეტოქეს, ვაზარზე აუღო მას და შემდეგ დარჩენილი დროის განმავლობაში მას პარტერიდან გამოსვლის საშუალება არ მისცა.

მესამე შეხვედრა ვარლამ ლიპარტელიანს პორტუგალიელ ფონსეკასთან ჰქონდა. შეხვედრის მე-4 წუთის დასაწყისში ფონსეკას ვაზარზე დაგდების მცდელობისას ლიპარტელიანი მოულოდნელად თავად დავარდა ვაზარზე და ახლა მხოლოდ ბრინჯაოს მედლის რეპეშაჟიდან მოპოვების შანსი აქვს.

ავტორი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად