ლიპარტელიანი და თუშიშვილი ნახევარფინალში არიან, ღვინიაშვილი შეჯიბრებას გამოეთიშა.

ევროპულ თამაშებზე დღეს ძიუდოისტები 90-100 და +100 კგ წონით კატეგორიაში იბრძვიან მედლების მოპოვებისთვის.

100კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა და +100 კგ წონაში გურამ თუშიშვილმა უპრობლემოდ მოიგეს ორ-ორი შეხვედრა და ნახევარფინალში, შესაბამისად, კირილ მარეტს (საფრანგეთი) და ჰენკ კროლს დაეჭიდებიან ფინალში გასასვლელად.

90კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ მერვედფინალში, ოქროს დროში დამარცხდა ხასან ხალმურზაევთან და შეჯიბრებას გამოეთიშა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...