ლიპარტელიანი: აუცილებლად მივაღწევ იმ ოცნებას, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია

"იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მივაღწევ იმ წარმატებას და იმ ოცნებას, რასაც ოლიმპიური ჩემპიონობა ჰქვია”, – ამის შესახებ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა ტელეკომპანია "tvპირველთან" განაცხადა

”ყველა სპორტსმენის ოცნებაა ოლიმპიური ჩემპიონობა და როდესაც ასე ახლოს ხარ, ერთი ნაბიჯი გაკლდება ამ წარმატებამდე, ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის. მაგრამ აღვნიშნე, რომ ამით ყველაფერი არ მთავრდება და გავაგრძელებ ჩემს სპორტულ კარიერას. ვიტყვი, რომ ვიცვლი წონით კატეგორიას და გადავდივარ -100 კგ. წონით კატეგორიაში", – განაცხადა ლიპარტელიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...