ლიონში აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში, აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი ორი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი BFMTV ქალაქის მერ, ჟერარ კოლონზე დაყრდნობით ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ქრისტოფ კასტანის განცხადებით, პირველი ეჭვმიტანილი 24 წლის სტუდენტი- პროგრამისტი აღმოჩნდა.
მანამდე, პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე მამაკაცს მუქი პერანგი და თეთრი შორტები ეცვა, მას თან ველოსიპედი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ადგილსამყოფელი დნმ-ის ნიმუშების შედეგად დაადგინეს. როგორც პოლიცია აღნიშნავს, ბომბი დისტანციურად უნდა ამოქმედებულიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...