“ლიონმა” ტურინის “იუვენტუსი” დაამარცხა – 1:0

ლიონში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი გაიმართა

ადგილობრივი “ლიონი” ტურინის “იუვენტუსს” დაუხვდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმის 31-ე წუთზე ტურინელთა მცველ დე ლიხტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის დროს შექმნილი რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება მოახერხეს – ლუკას ტუსარმა გაიტანა გოლი.

 
მეორე ტაიმში “იუვენტუსი” გააქტიურდა, თუმცა რეალური საგოლო მომენტი არ შეუქმნია და პირველი ტაიმის ანგარიში უცვლელი დარჩა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად