“ლიონმა” “ბარსელონა” გაანადგურა და ზედიზედ მეოთხედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ახლახანს ბუდაპეშტში, “ფერენცვაროშის” სტადიონზე, დასრულდა უეფას ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა “ლიონს” და “ბარსელონას” შორის.

ფრანგმა ფეხბურთელებმა, რომლებიც წელს ზედიზედ მეოთხედ გავიდნენ თასის ფინალში, ოდნავი შანსიც კი არ მისცეს თასის ფინალში პირველად გასულ ესპანურ კლუბს, გაანადგურეს იგი და ზედიზედ მეოთხედ, სულ კი მეექვსედ 19 ჩატარებული გათამაშებიდან, მოიპოვეს ევროპის ჩემპიონთა თასი.

ესპანელთა განადგურებას უკვე მე-5 წუთზე უნგრელი ჯენიფერ მაროჟანის გატანილი გოლით ჩაეყარა საფუძველი. მე-14, მე-19 და 39 წუთებზე კი ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ადა ჰეგერბერგმა ჰეთ თრიკი შეასრულა და ესპანელებს ყოველგვარი იმედი გადაუწურა. ერთადერთი რაც მათ შეძლეს, ეს მატჩის მიწურულს გატანილი პრესტიჟის გოლის გატანა იყო. 89-ე წუთზე თავის “ბასელონას” ნიგერიელმა ფეხბურთელმა ასისატ ლამინა ოშოალამ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...