ლიონელ მესი სასამართლოს წინაშე წარსდგება

ბარსელონას მოთამაშე ლიონელ მესი მამამისთან ერთად სასამართლოს წინაშე წარსდგება. არგენტინელ ფეხბურთელს ესპანეთის სახელმწიფოსგან 4.5 მილიონი დოლარის დამალვის ფაქტზე თაღლითობას სდებენ ბრალად. 

ფეხბურთელმა და მამამისმა ეს თანხა 2007-2009 წლების განმავლობაში გადასახადების სახით დაუმალეს მთავრობას, იუწყება ესპანური გაზეთი El Pais. მესიმ გადაწყვეტილება ბარსელონას სასამართლოში გაასაჩივრა. ის უარჰყოფს, რომ მამამისის მიერ ესპანეთის მთავრობისგან გადასახადების დაფარვის საიდუმლო გეგმაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა, სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.

სასამართლო მსვლელობის დროს იქნება გამორკვეული, იცოდა თუ არა მესიმ მამამისის მიერ მთავრობისაგან გადასახადების დამალვის ფაქტი. მესის და მამამისს ხორხე ორაციო მესის ესპანეთის მთავრობის საგადასახადო კანონისგან თავის არიდება ედება ბრალად; მათ მესის სახელის გამოყენების უფლებების გასაყიდად, ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ბელიზში და ურუგვაიში დაფუძნებული კომპანიები გამოიყენეს და დანაშაულებრივი გზით შემოსავლები დამალეს.

მამა-შვილმა უარჰყვეს მსგავს არაკანონიერ საქმიანობაში მონაწილეობა. ლეო მესის ადვოკატების თქმით, მას ცხოვრებაში არ წაუკითხავს "ამ იდუმალ სქემაში გამოყენებული კონტრაქტების შინაარსი".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად