ლილუაშვილი: ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას კიბერუსაფრთხოების სფეროში სუს-ის უფლებამოსილებების რეგლამენტირებაა

ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილმა კანდიდატმა გრიგოლ ლილუაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე განაცხადა.

“მნიშვნელოვან რისკს, ასევე, წარმოადგენს სამთავრობო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე კიბერშეტევებისა და კიბერსადაზვერვო ოპერაციების განხორციელება.

სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს ქვეყანაში არსებული საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის და იმ ინფორმაციული სისტემების დაცვა კომპიუტერული ინციდენტებისგან, რომელთა უსაფრთხო ფუნქციონირებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. შესაბამისად, ჩვენთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კიბერუსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილებების რეგლამენტირება.

კიბერსივრცისა და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სსიპ- ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დამოუკიდებლობის გარანტიების შენარჩუნება და გაზრდა. ამ მიმართულებით უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კომპონენტს, სამართლებრივი ბაზის სრულყოფასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

კიბერუსაფრთხოების სფეროში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის პარტნიორ ორგანიზაციებთან არსებული სისტემის რეფორმირებისა და შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შექმნის მიმართულებით” განაცხადა ლილუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად