ლილიკო გელაშვილი: ნიკოლოზ ბასილაშვილს რომ არ უძალადია, ამას კატეგორიულად გეუბნებით!

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე “აიპრესთან” კომენტარს აკეთებს მისი ადვოკატი ლილიკო გელაშვილი. მისი თქმით, მარწმუნებლის თხოვნით, დეტალების გასაჯაროვებისგან თავს იკავებს, თუმცა დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე არ არის.

ლილიკო, ეს კომენტარად გამოვიყენო?

“დეტალების გასაჯაროვებისგან თავს ვიკავებთ ნიკას ინტერესებიდან გამომდინარე. მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილს რომ არ უძალადია, ამას კატეგორიულად გეუბნებით.”

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. პროკურატურა მას არასრულწლოვანის თანდასრებით ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობას ედავება.

სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს აღკვეთ ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად