ლილია შევცოვა: პუტინის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება, მას ძალების აღდგენა აღარ შეუძლია

დოქტორი ლილია შევცოვა, რომელიც რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული საბჭოს Chatham House წევრია, “აიპრესისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თავისი მმართველობის უკანასკნელ დღეებს ითვლის და ძალიან მალე მის რეჟიმს ბოლო მოეღება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ლილია შევცოვა არის Chatham House- ის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის ასოცირებული საბჭოს წევრი. მისი კვლევის ინტერესები ეხება პოსტკომუნისტურ ტრანსფორმაციას, რუსეთის შიდა მოვლენებს, დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებს, პოლიტიკური დაშლისა და კრიზისიდან გამოსავლის ლოგიკასა და პარადოქსებს. მასთან ინტერვიუ “რიგის კონფერენცია 2019”- ზე ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა ვახტანგ ნინიკაშვილმა ჩაწერა.

– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ვლადიმერ პუტინის რეჟიმი დასასრულის პირასაა?

აგიხსნით, რატომ მიმაჩნია, რომ რეჟიმი სრულდება: პირველ რიგში, მას ძალის აღდგენა აღარ შეუძლია, როგორც ადრე შეეძლო. ის მხოლოდ სხვის სისუსტეს იყენებს. მას არ შეუძლია მსოფლიოს ახალი ხედვა შესთავაზოს.

რეჟიმი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ქვეყნის შიგნით, ხალხი არა მხოლოდ იმედგაცრუებულია, არამედ მუდმივად აპროტესტებს შექმნილ სიტუაციას. ასევე, ვერ სთავაზობს მათ სტაბილურობას.

შეუძლებელია ახალი ფანჯრის და კარის გაღება, როდესაც განვითარებას, ხალხის მომავალს და სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფ – ეს უკვე ნამდვილ პოლიტიკურ აგონიას ემსგავსება.

რუსეთის სოფლებში მცხოვრები ხანშიშესული ადამიანებიც კი მზად არიან ცვლილებებისთვის, მათი 80 პროცეტი ამბობს: დიახ, ჩვენ გვინდა ცვლილება. ბუნებრივია, თითოეული მათგანი ცვლლილებების სამომავლო მოდელსა და არსს განსხვავებული რაკურსით აღიქვამს, თუმცა ეს ფაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არ ატარებს გადამწყვეტ მნიშვნელობას.

პრობლემაა ისაა, რომ ე.წ ელიტას ეშინია ცვლილებების, მათი საშუალებით პუტინი ახერხებს მმართველობისთვის აუცილებელი ძალებს შენარჩუნებას, მაგრამ დაწყებული ნგრევის პროცესის ამ გზით შეჩერება მაინც წარმოუდგენელი ხასიათის მატარებლად რჩება.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე

ინტერვიუ ჩაწერა და მოამზადა ვახტანგ ნინიკაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად