ლილე ლიპარტელიანი: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს “ნაცმოძრაობა” მხარს არ დაუჭერს

ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობა”  თბილისის 2020 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაცმოძრაობის” წევრმა ლილე ლიპარტელიანმა “ქრონიკასთან” განაცხადა.

“თბილისის ბიუჯეტი არ არის სოციალურ პრობლემებზე და იმ გამოწვევებზე მორგებული, რომელიც დღეს არის თბილისში და დედაქალაქში. ამიტომ ჩვენ მას მხარს არ დავუჭერთ” – განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

ცნობისთვის, კახა კალაძე საკრებულოს დედაქალაქის 2020 წლის მილიარდ 21 მილიონ 400 ათას ლარიან ბიუჯეტს წარუდგენს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად