ლიეტუვის პრეზიდენტმა გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობა გააკრიტიკა

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრაზე გაზსადენ Nord Stream-2-ის მშენებლობა გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას LRT ავრცელებს.

ლიეტუვის ლიდერის თქმით, რუსული პროექტი საფრთხეს წარმოადგენს, რაც ევროკავშირში ენერგიის მიწოდების დივერსიფიკაციას გულისხმობს.

ნაუსედამ დასძინა ისიც, რომ უკრაინა რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესაძლო დაკარგვის გამოა შეშფოთებული.

”ქალბატონი მერკელი მეთანხმება, რომ უკრაინის ინტერესები დაცული უნდა იყოს”,- განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

გიტანას ნაუსედას ინაუგურაცია 12 ივლისს შედგა. იმავე დღეს, ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტი დალი გრიბაუსკაიტე გადადგა.

Nord Stream 2-ის პროექტი გულისხმობს გაზსადენის მშენებლობას რუსეთიდან გერმანიამდე, ბალტიის ზღვის ფსკერზე. ის ტერიტორიულ წყლებში ან ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში გაივლის: რუსეთისა და გერმანიის გარდა, ესენი არიან ფინეთი, შვედეთი და დანია. პროექტის დასრულება 2019 წლის ბოლოს იგეგმება.

პროექტს უკრაინა ეწინააღმდეგება უკრაინა, რომელიც შიშობს, რომ ეს რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის.

Nord Stream-2-ის, ისევე როგორც “თურქული ნაკადის” გაზსადენის გაშვებამ, რომელიც ასევე 2019 წელს უნდა დასრულდეს, შესაძლოა უკრაინის ინტერესები დააზიანოს. ასევე, Nord Stream-2– ის მშენებლობის წინააღმდეგ არიან პოლონეთი, ლატვია, ლიეტუვა და აშშ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...