ლიეტუვაში კარანტინი 17 დეკემბრამდე გახანგრძლივდება

ლიეტუვაში საკარანტინო რეჟიმი 17 დეკემბრამდე გახანგრძლივდება. მუზეუმები და გალერეები მცირე ჯგუფების ექსკურსიებისათვის 10 დეკემბრიდან გაიხსნება. იუწყება ადგილობრივი გაზეთი.

”მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გარკვეულ შენელებას, ჩვენთვის სიტუაცია მართლაც რთულია, ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებას 17 დეკემბრის 24 საათამდე”, – თქვა აურელიუს ვერიგამ, ჯანმრთელობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.

მთავრობამ ასევე განმარტა კორონავირუსული პანდემიისა და საკარანტინო შეზღუდვების შედეგად დაზარალებული ბიზნესის დახმარების კრიტერიუმები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად