ლიეტუვამ საქართველოს კორონავირუსის ვაქცინის 15 000 დოზა გამოუყო

ლიეტუვის მთავრობამ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის კოვიდ 19-ის ვაქცინის 200,000 დოზა გამოყო, მათ შორის კი 15,000 საქართველოსთვის იქნება განკუთვნილი

“მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე წერს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...