ლიეტუვამ სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა

ლიეტუვის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც 2024 წლისთვის არმიის რაოდენობის 25% -ით გაზრდას ითვალისწინებს. საუბარია, სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის 21,290-დან 26,850-მდე გაზრდაზე.

ცვლილებები ასევე გენერლებისა და უფროსი ოფიცრების რაოდენობის ზრდას ითვალისწინებს. გარდა ამისა,  ყოველწლიურად გამოძახებული რეზერვისტთა რიცხოვნობა გაიზრდება.

კანონპროექტი ასევე ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ახალი ლოგისტიკური ბატალიონის შექმნას ითვალისწინებს. ბატალიონს გადაეცემა ბრიგადა Zemaitija, რომელშიც სამი ქვეითი ბატალიონი და ერთი არტილერია შედის.

ამიერიდან ეს ცვლილებები სეიმში უნდა განიხილონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად