ლიეტუვამ ფილიპ კირკოროვს, ყირიმის ანექსიის საჯაროდ მხარდაჭერის გამო, ქვეყანაში შესვლა 5 წლით აუკრძალა

რუსი მომღერალი ფილიპ კირკოროვი ლიეტუვაში 5 წლის განმავლობაში შესვლას ვეღარ შეძლებს. ქვეყანაში შესვლის აკრძალვა ძალაში 19 იანვრიდან შედის.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა კირკოროვის დამატება იმ ადამიანთა სიაში, ვისაც ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ, რადგან “ცნობილმა მომღერალმა ყირიმში განმეორებითი ვიზიტით განზრახ შელახა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ამ გზით უკანონოდ გაამართლა რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები”.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კირკოროვის მონაწილოება ყირიმში გამართულ ღონისძიებებში “მნიშვნელოვნად აზიანებს ლიეტუვის ეროვნულ უსაფრთხოებას”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად