ლიეტუვამ და ესტონეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის დარღვევაში დაადანაშაულეს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს წარმომადგენელი დაიბარა და მოსკოვს პროტესტი გამოუცხადა რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ ლიეტუვის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გამო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 ივნისს, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი თვითმფრინავი, ბალტიის ზღვის თავზე უკანონოდ შევიდა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში.

ანალოგიური ქმედების გამო, რუსეთს პროტესტი გამოუცხადა ესტონეთმაც. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, СУ-35С-ის ტიპის ორმა ავიაგამანადგურებელმა ესტონეთის საჰაერო სივრცე 15 ივნისს დაარღვია.

ესტონეთის თავდაცვის სამინისტრის თანახმად, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე წელს უკვე მეოთხედ დაარღვიეს.

კომენტარები
იტვირთება...