ლიეტუვამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე” აშშ-ისა და გერმანიის შეთანხმებას შეცდომა და პუტინის გამარჯვება უწოდა

ასეთი მოსაზრება გამოხატა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისი განცხადებით ეს შეცდომაა და ამის გამოსწორების შესაძლებლობებს ხედავს უკრაინისთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებაში ან გაზსადენის გახსნის ისე გამოყენებაში, როგორც ბერკეტს, რომ რუსეთისგან უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა მოეთხოვათ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ასევე განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ უკრაინის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

კომენტარები
იტვირთება...