ლიეტუვამ ბელარუსს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

ლიეტუვაში ბელარუსის საელჩოს წარმომადგენელს გადაეცა საპროტესტო ნოტა გადაეცა. ამის მიზეზი ბელარუსის განზრახვაა, რომელიც ლიეტუვის საზღვართან ატომური ელექტროსადგურის მე-2 ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვებას გულისხმობს. ინფორმაციას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში ხაზი გაუსვეს, რომ ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის მე-2 ბლოკის ექსპლუატაციაში გაშვება ლიეტუვას ბირთვულ უსაფრთხოებასა და გარემოს საფრთხეს უქმნის, რის გამოც ბელარუსმა “ამ უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისგან” თავი უნდა შეიკავოს.

ლიეტუვა ატომური ელექტროსადგურის პირველი ენერგობლოკის მუშაობის შეჩერებასაც ითხოვს, სანამ ყველა თანამედროვე ბირთვული უსაფრთხოების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, ბელარუსის ატომური ელექტროსადგურის წინააღმდეგ ბალტიის ქვეყნები გამოდიან. ლიეტუვა აცხადებს, რომ ობიექტი მისი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამასთან, ლიეტუვა ატომურ სადგურში პოლიტიკურ საშიშროებას ხედავს და აცხადებს, რომ ბელარუსის ატომური ელექტროსადგური მოსკოვის პოლიტიკური პროექტია, ეს ობიექტი რუსეთის მხარდაჭერით აშენდა, რათა ლიეტუვის ეკონომიკა დააზარალოს.

კომენტარები
იტვირთება...