ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს

ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დამრღვევთა მიმართ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს. ამის შესახებ ლიბიის თაობაზე საერთაშორისო კონფერენციის საბოლოო დოკუმენტის პროექტშია აღნიშნული. კონფერენცია დღეს, ბერლინში გაიხსნა,-ინფორმაცაის CNN-ი ავრცელებს.

”ჩვენ გაეროს უშიშროების საბჭოს ვურჩევთ, მათ წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, ვინც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებებს დაარღვევს. წევრმა სახელმწიფოებმა მათთან შესაბამისობა უნდა უზრუნველყონ”, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომელსაც ტელეარხი ციტირებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა “შეიარაღებულ კონფლიქტში ან ლიბიის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი უნდა შეიკავონ”.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი შეიცავს აგრეთვე დებულებას, რომ შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე მონიტორინგის მექანიზმი შეიქმნება, აგრეთვე არის მოწოდება ქვეყნის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების თავიდან ასაცილებლად.

დღეს, ბერლინში ლიბიის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია იმართება. კონფერენციის ჩატარების ინიციატივა რუსეთისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წამოაყენა.

მასში მონაწილეობის შესახებ თანხმობა გამოთქვეს ლიბიის ეროვნული უშიშროების მთავრობის მეთაურმა ფაიეზ სარაჯმა და ლიბიის ეროვნული არმიის (MNA)  მეთაურმა მარშალ ხალიფა ჰაფთარმა.

კონფერენციაზე ასევე იქნება წარმოდგენილი: გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, კონგო, იტალია, ეგვიპტე, ალჟირი. შეხვედრაზე ასევე მოწვეული არიან გაერო-ს, ევროკავშირის, აფრიკის კავშირისა და არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლები.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად