ლიბერიის პრეზიდენტი ჯორჯ ვეა სამუშაო ადგილიდან გველებმა გააძევეს

ლიბერიის პრეზიდენტი კანცელარიის თანამშრომლებთან ერთად სამუშაო ადგილზე სულ მცირე ორშაბათამდე ვერ დაუბრუნდება. 

სხვადასხვა აფრიკული კლუბების, შემდეგ კი “მონაკოს”, “პარი სენ ჟერმენის”, “მილანის”, “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “მარსელის” და ალ ჯაზირას” თავდამსხმელი, მსოფლიო 1995 წლის საუკეთესო ფეხბურთელი და ოქროს ბუცის მფლობელი”, ლიბერიის 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქალ კანდიდატთან, შემდეგში აფრიკის ქვეყნების პირველ პრეზიდენტთან დამარცხებული, 2017 წლის არჩევნებში მე-2 ტურში გადასული და 2018 წელს პრეზიდენტად არჩეული ჯორჯ ვეას თავისი კანცელარიის თანამშრომლებთან ერთად საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში ჰქონდა გამოყოფილი ოთახები.

იქვე მდებარე საპრეზიდენტო სასახლე 2006 წელს ხანძარმა გაანადგურა და დღემდე არაა აღდგენილი.

პრეზიდენტის პრესმდივანმა სმიტ ტობიმ ბიბისისთან საუბრისას განაცხადა, რომ ოთხშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროში ორი შავი გველი შენიშნეს და ყველას, ვინსც ამ შენობაში მუშაობს, მოუწოდეს, 22 აპრილამდე შენობაში არ შესულიყვნენ.

პრეზიდენტის პრესმდივნის თქმით გველები არ დაუხოცავთ და მათ, როგორც ჩანს შენობა სადღაც არსებული ხვრელით დატოვე, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტრო ამჟამად შენობაში ფუმიგაციას (შეხრჩოლება) ატარებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...