ლიბანში, გასულ 24 საათში COVID19-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ლიბანში, გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ჰამად ჰასანის თქმით, 21 თებერვლიდან მოყოლებული პირველად, ქვეყანაში ერთ დღეში 397 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 3 ადამიანი დაიღუპა.

”ჯანდაცვის სამინისტრო, მუნიციპალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ახდენს იმ საცხოვრებელი ადგილების იზოლირეაბს, რომლებიც გახდნენ ინფექციის კერები,” – თქვა მან.

ამგვარად, ბეირუთში დაბლოკილია ტარიქ ალ-ჯადიდის, ბააბდაში – ბურჯ-ელ-ბარაჟნას კვარტლები ტრიპოლში, ჩრდილოეთ ლიბანში კი – ბაბ-ტაბანის. ასევე დაბლოკილია შესასვლელი ბეირუთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბარჯაში.

”საკარანტინო რეჟიმი ხელახლა დაინერგება არამუნში, ალეის მთიანეთში, ინფექციის კერები გამოვლენილია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებში”- თქვა ჰასანმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა მოსახლეობას მოუწოდა, გააძლიერონ პირადი ჰიგიენის ზომები და აიღონ პასუხისმგებლობა სანიტარულ და ეპიდემიოლოგიურ სტანდარტებზე, კერძოდ, დაიცვან სოციალური დისტანცია.

”თუ ორი კვირის განმავლობაში სიტუაცია უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ჩვენ იძულებული გახდებით ფართო იზოლაციის რეჟიმის შემოღებაზე გადავიდეთ,” – აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად