ლიბანში ახალი მთავრობის ფორმირება მოხდა

ლიბანის პრემიერმინისტრმა ჰასან დიაბმა ქვეყნის ახალი მთავრობის ფორმირება მოახდინა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პრემიერმინისტრის თქმით, ახალი ხელისუფლება საპროტესტო აქციის მონაწილეების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და ქვეყნის მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას აპირებს. დიაბმა ახალ მთავრობას მაშველები უწოდა და პირობა დადო, რომ დაგროვებული პრობლემების სწრაფად მოგვარების გზებს იპოვნის.

მიუხედავად ამისა, მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები მაინც შეიკრიბნენ. მათ ბეირუთის მთავარი ქუჩის გადაკეტვა შეძლეს, სადაც არეულობისა და პოლიციასთან შეტაკებების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა.

გასული წლის სექტემბერში, ლიბანის პრეზიდენტმა მიშელ აუნმა ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობა გამოაცხადა. ქუჩაში გამოვიდნენ დემონსტრანტები, რომლებიც მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდნენ. ოქტომბრის ბოლოს კი, კოალიციური ხელისუფლების მეთაურმა საად ხარირმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, ხოლო მისი ადგილი ჰასან დიაბმა დაიკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად