ლიბანის მთავრობის თავმჯდომარე გადადგა

ლიბანის მთავრობის თავმჯდომარე საად ჰარირი გადადგა. ამის შესახებ ტელეარხი LBC- ი იუწყება.

მან თანამდებობის დატოვებამდე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ლიბანში ისეთი სიტუაციაა, როგორც ეს ლიბენელი მილიარდერის, ყოფილი პრემიერმინისტრის რაფიკ ალ-ჰარირის მკვლელობამდე იყო.

მან ასევე დასძინა, რომ ეშინია ალ-ჰარირის ბედი არ განმეორდეს, რომელიც 2005 წლის 14 თებერვალს ბეირუთში მოკლეს.

საად ჰარირი „ალ-მუსტაკბალის“ პარტიის ლიდერია. 2009-2011 წლებში, ასევე 2016 წლის ნოემბრიდან მას პრემიერმინისტრის თანამდებობა ეკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...