ლიბანის მთავრობა გადადგა

ლიბანის მთავრობა გადადგა, ამის შესახებ, როგორც “РИА Новости” წერს, რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამრიგად, ლიბანის ხელისუფლება შეასრულებს ერთ-ერთ მოთხოვნას ადგილობრივი მაცხოვრებლების მხრიდან, რომლებიც პარასკევიდან მოყოლებული მართავენ არასანქცირებულ მიტინგებს, რაც მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციელების წინააღმდეგ ქვებიი და პეტარდები გამოიყენეს, მათ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი მიიღეს. მათ ასევე მოითხოვეს პარლამენტის დათხოვნა და რეფორმების გატარება.

პარასკევს, მომიტინგეებმა ოთხი სამინისტრო შენობა დაიკავეს, მაგრამ ჯარმა შეძლო მათი განდევნა სამთავრობო კომპლექსებიდან.

აჯანყებების შედეგად, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, დაშავდა უსაფრთხოების სამსახურის 700-ზე მეტი თანამშრომელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად