ლიბანის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა 11 დღით ჩაიკეტა

ლიბანში 24-საათიანი კომენდანტის საათი ამოქმედდა და იგი ძალაში იქნება 25 იანვრამდე. ხელისუფლება 11 დღის განმავლობაში ხურავს ქვეყანას ინფიცირებული მოქალაქეების რაოდენობის ზრდისა და კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული სიკვდილისანობის ზრდის ფონზე.

რესპუბლიკის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ხუთშაბათიდან ყველა სახელმწიფო დაწესებულება და კერძო კომპანია შეწყვეტს მუშაობას, კინოთეატრები, ბიბლიოთეკები, მუზეუმები, საბანკეტო დარბაზები, სტადიონები და კაზინოები იკეტება. სკოლები და უნივერსიტეტები მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ. ქალაქის გარშემო გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში.

წინა ჩაკეტვა ლიბანში 14-დან 30 ნოემბრამდე განხორციელდა, მაგრამ მოსახლეობის ბოიკოტის გამო, იგი შეწყდა ერთი კვირის შემდეგ. მანამდე, პანდემიის პიკის დროს, ქვეყანა იზოლირებული იყო გარე სამყაროსგან 16 მარტიდან მაისის ბოლომდე.

ოთხშაბათს ლიბანში ინფიცირების 4,998 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 35 მოქალაქე კი გარდაიცვალა. PCR ტესტირება გაიარა 27 672-მა ადამიანმა, მათგან ვირუსი 17,1%-ს დაუდასტურდა. დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზებული იქნა 1 651 პაციენტი, რომელთაგან 627 მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებებში, ხოლო 176 დაკავშირებული იყო სავენტილაციო მოწყობილობებთან. საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით 231 936 მოქალაქე დაინფიცირდა, განკურნებულია 145 873, ხოლო გარდაცვლილია 1,740 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად