ლიბანის ინფორმაციის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლიბანის ინფორმაციის მინისტრი მანალ აბდელ სამადი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის ტელევიზია ავრცელებს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზები ჯერ არ არის ცნობილი.

ერთი დღით ადრე, ბეირუთის ცენტრალურ ნაწილში ანტი-სამთავრობო აქცია გაიმართა, რომელიც არეულობებში გადაიზარდა. მანამდე, ოპოზიციური პარტია “კატაიბის” ლიდერმა, მასობრივი ანტისამთავრობო მოქმედებებისკენ მოუწოდა. მომიტინგეები ლიბანის მმართველ კოალიციას კორუფციაში ადანაშაულებენ. მათ მოითხოვეს ვადამდელი არჩევნები და 4 აგვისტოს აფეთქების დამოუკიდებელი გამოძიება. საუბარია იმ აფეთქებაზე, რომელიც ბეირუთის პორტში მოხდა და რომელსაც 158 ადამიანი იმსხვერპლა, აგრეთვე გაანადგურა ლიბანის დედაქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად