ლიბანი ისევ პრემიერ-მინისტრის გარეშე დარჩა-მუსტაფა ადიბმა თანამდებობიდან გადადგა

ლიბანი კვლავ დარჩა პრემიერ-მინისტრის გარეშე. მუსტაფა ადიბმამ, რომელმაც თანამდებობა 31 აგვისტოს დაიკავა, მთავრობის შექმნაზე უარი განაცხადა და გადადგა.

აღინიშნა, რომ პოლიტიკოსმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირების გარშემო არსებული პოლიტიკური ჩიხიდან გამომდინარე. მან ბოდიში მოიხადა იმისათვის, რომ ფრქაციამ ვერ მიაღია შეთანხმებას და დასძინა, რომ ლიბანმა უნდა დაიცვას საფრანგეთის ინიციატივები სიტუაციის სტაბილიზაციისთვის.

წინა მთავრობა გადადგა 10 აგვისტოს. ეს მოხდა მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში არ შეწყვეტილა. მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩებში და მოითხოვეს კაბინეტის შეცვლა, რადგან ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების მიზეზად თვლიდნენ მის არაკომპეტენტურობასა და ასევე, დაგროვილ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად