ლია ორკოდაშვილი:არსებობდა ეჭვი, რომ სასამართლოში საქმეები არამართლზომიერად ნაწილდებოდა

"არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქალაქო სასამართლოში საქმეთა არამართლზომიერი განაწილება ხდებოდა. ზოგიერთი მოსამართლე წუხდა, რომ მაშინ, როცა ჩვეულებრივი საქმის განხილვა უწევდა, ისეთი მძიმე კატეგორიის საქმეები ეწერებოდა, რაც ყოფილ პოლიტიკური თანამდებობის პირებს ეხებოდა",- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ლია ორკოდაშვილმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

"ასეთი საქმეები ყოველთვის გარკვეულ აჟიოტაჟთანაა დაკავშირებული. ხდება ცალმხრივად გაშუქება და მოსამართლეების დადანაშაულება, რაც მათ ძალიან ძაბავს.

თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამ საქმეებს 5 კაციანი ჯგუფი იხილავდა. როგორც იუსტიციის საბჭოში აცხადებენ, ეს გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ ყოფილა", – განაცხადა ორკოდაშვილმა 2030-ში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...