ლია მუხაშავრია: მე მგონი ივანიშვილის განცხადება ასე უნდა გავიგოთ, რომ ბესელიას გუნდიდან გაუშვებენ

“ბიძინა ივანიშვილს ალბათ არ ახსოვს, მაგრამ ეს მდგომარეობა უკვე ორი წელიწადია, რაც უზენაეს სასამართლოშია შექმნილი”, – ასე ეხმაურება იურისტი ლია მუხაშავრია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადების იმ მონაკვეთს, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ უზენაეს სასამართლოში 28 მოსამართლის ნაცვლად 10 მოსამართლეა, შედეგად ისინი საქმეებს ვერ აუდიან.

“თავის დროზე, როდესაც პარლამენტმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ჩააგდო, ამაზე მაშინ უნდა ეფიქრათ და არა დღეს, როცა მათ სჭირდებათ, რათა გაამართლონ ყოვლად უღირსი ადამიანების უზენაეს სასამართლოში დანიშვნა”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

კითხვაზე, ბესელიას შესახებ ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, იყო თუ არა გზავნილი იმის, რომ ბესელია გუნდიდან წავა? – პასუხობს:

“მე მგონი ეს ასე არის ნათქვამი, რომ ბესელია გუნდიდან უნდა გაუშვან. ივანიშვილმა თქვა, რომ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან წასვლა ჯერ კიდევ შარშან ყოფილა შეთანხმებული. მაშინ უფრო რბილად უნდა ყოფილიყო მისი წასვლა გადაწყვეტილი და ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე უნდა დაენიშნათ. როგორც ჩანს ბესელიამ რაღაც იმედები ვერ გაუმართლა და გამოვიდა, რომ დღეს ბესელიამ კიდევ ერთხელ სცადა ივანიშვილის გუნდის წინააღმდეგ წასვლა და საკუთარი იმიჯის გადარჩენა”, – განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლეების საქმეზე და იუსტიციის საბჭოზე განცხადება გაავრცელა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად