ლია მუხაშავრია: ის ეპიზოდები, რაც დაკავშირებულია 112-ის ზართან, ბევრ კითხვას აჩენს

“დარწმუნებით შეიძლება ითქვას დღეს, რომ არა მედიის და ჟურნალისტების აქტიურობა, მათი მართლაც ფასდადუდებელი შრომა, ძალიან ბევრი კითხვა იქნებოდა დღესაც უპასუხოდ. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი იქნებოდა უცნობი და არ იქნებოდა ის მომთხოვნელობა საზოგადოებაში საგამოძიებო ორგანოების მიმართ, რაც დღეს არსებობს.” – ამის შესახებ იურისტმა ლია მუხაშავრიამ აჭარის ტელევიზიასთან განაცხადა.

“ეს არის მართლაც ხაზგასასმელი და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება. რატომ ხდება ეს? ეს კითხვა ყველას აწუხებს დიდი ხანია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ეპიზოდები, რაც დაკავშირებულია 112-თან, რომ გამოძახება იყო მნიშვნელოვანი დანაშაულის ფაქტზე და მერე ეს თითქოსდა გაუქმდა, მოსული პოლიციელები კი, მხოლოდ იმით დაკავდნენ, რომ ერთი პირი გაიყვანეს მცხეთის ტერიტორიიდან, ჩაიყვანეს თბილისში და სხვა მოქმედებები იმ ღამეს არ განახორციელეს, რამაც სერიოზული დაბრკოლებები შექმნა, თუნდაც გამოძიება ობიექტურად მიმდინარეობდეს, ბევრ კითხვას აჩენს.

დღეს, ეს არ არის უმნიშვნელო დეტალი, რადგან 112-ის სამსახური შეიქმნა იმისათვის, რომ ცენტრალიზებული წესით, როდესაც ხდება მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესვლა შსს ორგანოების სისტემაში, არ დარჩეს უყურადღებოდ და ერთდროულად რამდენიმე რგოლში უნდა მოხდეს ამ ინფორმაციაზე წვდომა და კონკრეტული მოქმედებების განხორციელება, რომ აღიკვეთოს დანაშაული,ა ნ მომხდარი ფაქტის გამოძიება მოხდეს დაუყოვნებლივ.

აქ სხვაგვარად მოხდა. ეს ვითარება იმთავითვე აჩენს იმ განწყობას და მოსაზრებას, რომ ვიღაც მართლაც არის ჩარეული, ვიღაცას მართლაც აქვს ინტერესი, რომ მიჩქმალოს ეს საქმე. სწორედ ამან გამოიწვია ჟურნალისტების გააქტიურება და მედიის ის აქტიურობა, რომელმაც ძალიან ბევრ საკითხს მოჰფინა ნათელი“,- განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან ჩართვისას ლია მუხაშავრიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად