ლია გიგაური: ვირუსის პრევენციის მიზნით სწავლა კიდევ 15 სკოლაში შეწყდება

"ვირუსული გრიპის პრევენციის მიზნით, სამი დღის განმავლობაში საქართველოში 195 სკოლაში სწავლა შეწყდება",- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სკოლებში, სადაც გაცდენების საშუალო მაჩვენებელი 20%-ს აჭარბებდა დროებით შეჩერებულიყო სასწავლო პროცესი. ამ გაცდენების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში გახლავთ არა ავადმყოფობა, არამედ პრევენცია მშობლების მხრიდან, რომ შვილები გრიპოის ვირუსისგან დაიცვან.

გრიპის პრევენციის მიზნით, დღეს კიდევ 15 სკოლაში შეწყდება სწავლა",- განაცხადა გიგაურმა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს  გაცდენების მონაცემების დამუშავება და სკოლებში სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება გაცდენების რაოდენობის მიხედვით მიიღება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად