ლია გიგაური: სკოლის პერიმეტრის გაკონტროლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის ცნობით, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და არსებული პრობლემების მოგვარებაზე იმსჯელეს. როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს იმაზე, როგორ შეიძლება გაძლიერდეს მანდატურის სამსახური, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკის თვალსაზრისით.  

"დავიწყებ დღევანდელი სამუშაო შეხვედრიდან. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით დავსახეთ თანამშრომლოის გეგმები. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იქნება ის, რომ სკოლის დონეზე პრევენციული ღონისძიებები განხორციელდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძირითადი გამოწვევა რაც გვაქვს, ეს არის როგორც საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება, ასევე სამართლებრივი კულტურის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, ღირებულებათა სისტემის გაძლიერების მიმართულებით სხვადასხვა პროგრამების დანერგვა, რომელიც შესაძლოა აქამდე უფრო მოკლევადიანი იყო და აწი გახდება უფრო სისტემური და გრძელვადიანი.

ასევე ვიმსჯელეთ იმაზე, როგორ შეიძლება გაძლიერდეს მანდატურის სამსახური, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე პრაქტიკის თვალსაზრისით. ამ მიმართულებით ჩვენ მოვახდენთ შეფასებას საჭიროებისამებრ და ძალიან მოკლე პერიოდში წარმოვადგენთ ამ გაძლიერების გეგმავს. 

მნიშვნელოვანია ის, რომ დავსახეთ ღონისძიებები, როგორ უნდა ითანამშრომლონ უფრო კოორდინირებულად და ეფექტიანად მანდატურის სამსახურმა და საპატრულო პოლიციამ, თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა ჩაერთოს საპატრულო პოლიცია უსაფრთხოების მონიტორინგში.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწორედ ამ გარდამავალ ეტაპს შუა, უახლოეს პერიოდში, რომ სკოლის პერიმეტრი გაკონტროლებული იყოს. როგორც კამპანური ხასიათის, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებები რა თქმა უნდა, სკოლებში დანერგილი იყო. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რო ისინი გახდეს უფრო ეფექტური, უფრო სისტემური და რაც მთავარია, მოიცვას ყველა სკოლა საქართველოში",-განაცხადა გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად