ლია გიგაური: კახეთში მომხდარი ავარია ძალიან დიდი ტრაგედიაა, მიზეზი უნდა დადგინდეს

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებოდა, სადაც ავარიის შედეგად დაშავებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა,  აუცილებელია დადგინდეს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. მან ასევე აღნიშნა, რომ მინისტრი კლინიკაში მისვლას და ვითარების გარკვევას გეგმავს. 

"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ამ ეტაპზე, პირველ რიგში მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე უნდა გამოიკვეთოს და დადგინდეს, რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ვისი ბრალეულობა იკვეთება. მინისტრს ვესაუბრე, ის სულ ცოტა ხანში ჩამოვა კლინიკაში. როგორც ვიცი, მას საუბარი ჰქონდა სხვა მინისტრებთანაც და თავად გააჟღერებს დამატებით ინფორმაციას“,- განაცხადა გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად