ლია გიგაური: გამოძიების დასრულებამდე, დირექტორების ქმედებებს ვერ შევაფასებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე დირექტორების ქმედებებს ვერ შეაფასებს და ვერც მათი პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, განათლების სამინისტროს დირექტორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს. 

"ჩვენ ველოდებით გამოძიების დასრულებას და როდესაც გვექნება სრული ინფორმაცია, სრული სურათი, რა მოხდა, ვისი ბრალეულობა გამოიკვეთება, მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, რა გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ.

ჩვენ საქართველოში ყველა დირექტორთან გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ამ კონკრეტულ შემთხვევასთან და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებითაც. ზოგადად, სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან თუ სხვადასხვა პროგრამებთან დაკავშირებით ყოველდღიურად გვაქვს კომუნიკაცია.

ეს სისტემა მინდა გითხრათ, რომ გამართულია. ამ ეტაპზე დირექტორების ქმედებების შეფასებას ვერ დავიწყებ, სანამ არ გვექნება გამოძიების დასკვნა ან სრული სურათი",-განაცხადა გიგაურმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...