ლგბტ უფლებების დარღვევის გამო ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის საწინააღმდეგო პროცედურას იწყებს

ლგბტ თემის უფლებების დარვევის გამო ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურის დაწყება გამოაცხადა. როგორ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს განცხადებაშია ნათქვამია, ევროკავშირის ორი სახელმწიფოს წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურის დაწყება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თანასწორობის დაცვის სურვილით არის ნაკარნახევი.

„ამიტომ ორ წევრ სახელმწიფოს აქვთ ორი თვე, რათა პასუხი გასცენ კომისიის წარმოდგენილ არგუმენტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კომისია მათ გაუგზავნის დასაბუთებულ მოსაზრებას და შემდგომში საქმეს განსახილველად ევროკავშირის სასამართლოს გადასცემს“, – ნათქვამია ევროკომისიის ცნობაში.

უნგრეთის წინააღმდეგ პროცედურის ამოქმედება განაპირობა პარლამენტის მიერ მიღებულმა სადაოდქცეულმა აახალმა კანონმა, რომელიც კრძალვას სკოლებში ისეთი მასალების გავრცელებას, რომლებიც ჰომოსქსუალიზმის პროპაგანდად შეიძლება ჩაითვალოს.

ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს უნგრეთს, პატივი სცეს ლგბტ უფლებებს ან დატოვოს ევროკავშირი. ევროკავშირის ლიდერებმა მწვავე დისკუსია გამართეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან მისი ქვეყნის ახალი კანონის გამო, რომელიც სკოლებში კრძალავს მასალების გამოყენებას, რომლებიც ჰომოსექსუალობის პროპაგანდად შეიძლება იქნეს მიჩნეული.

პოლონეთი კი დადანაშაულებულია იმაში, რომ ქვეყნის რამდენიმე მუნიციპალიტეტმა თავი „ლგბტ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად“ გამოაცხადა. საბოლოო ჯამში ასეთი გადწყვეტილება პოლონეთში მიიღო 100-მა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანომ, რომლებმაც ხელი მოაწერეს „ოჯახის ქარტიას“, რაც აქტივისტების თქმით, მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ წყვილთა დაოჯახებას უჭერს მხარს.

კრიტიკოსთა თმით „ლგტბ პირებისგან თავისუფალ ზონად“ გამოცხადებამ წაახალისა ისეთი ძალდობა, როგორსაც ადგილი ჰქონდა 2019 წლის პრაიდის დროს, რასაც ლგბტქ+ ჯგუფის წევრი ახალგაზრდა პოლონელების მენტალური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.

კომენტარები
იტვირთება...