“ლევილის მამულში ქართველი მაგისტრანტებისთვის სამეცნიერო-კულტურული ცენტრი გაიხსნება”

ლევილის მამულის დიაგნოსტიკური შეფასებისთვის 107 000 ევრო გამოიყო. როგორც დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გელა დუმბაძემ განაცხადა, ლევილის მამულში გაიხსნება სპეციალური დაწესებულება, სადაც ქართველი სტუდენტები სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

"პრემიერის და ფინანსთა მინისტრის მხარდაჭერით, გამოიყო 107 ათასი ევრო ლევილის მამულის დიაგნოსტიკური და წინასწარ შეფასებითი სამუშაოებისთვის. ლევილის მამულის გადმოცემის კომისიის, ფრანგულ მხარესთან ერთად, ბოლო პერიოდში ჩატარებულია 2 სერიოზული რაუნდი, რომლის მიხედვითაც ლევილის მამულის მომავალი მოწყობის პროფილი განისაზღვრა. ეს იქნება დაწესებულება, სადაც მომავალში ქართველი მაგისტრანტები მიიღებენ კულტურულ-სამეცნიერო საქმიანობაში მონაწილეობას. იქნება მუდმივი როტაცია და იქნება ცოცხალი მჩქეფარება მამულისა. ჩვენი პირობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ფრანგულმა მხარემ განახორციელოს ტექნიკური შეფასება. გააქტიურებულია ფორმატი. ფრანგული მხარე წარმოდგენილია ვერსალის არქიტექტურის სახით. იმედი მაქვს მალე მორჩება ეს ფაზა და დაიწყება რეალური გადმოცემის პროცესი ქართული მხარისთვის. ეს არის ევროპის შუაგულში 5 000 კვადრატული მეტრი", – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად