ლევან ჟორჟოლიანი: რკინიგზის თანამშრომლის დაშავების ფაქტზე ინფორმაცია არ გვქონია

შრომის ინსპექციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი რკინგზის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება, რომელიც მიღებული ტრამვის შედეგად, სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა. როგორც "აიპრესთან" ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ფაქტის შესწავლა გამოძიების პრეროგატივაა.

“ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ პირს  ზიანი მიადგა სამი კვირის უკან, თუმცა გარდაცვალების ფაქტი დღეს დადგა, შესაბამისად , შრომის ინსპექცია დღეს ამ ფაქტზე მივიდეს რკინიგზის კონკრეტულ ლიანდაგთან და ინსპექტირება განახორციელოს, ამას პრაქტიკული დატვირთვა ვერ ენქნება, რადგან დიდი ხანია გასული შემთხვევიდან.

ჩემთვის როგორც ცნობილია, კოჭზე გადაურა მატარებელმა, შესაბამისად, ამპუტაცია დაჭირდა და სისხლის დაკარგვის შედეგად გარდაიცვალა. ეს უფრო გამოძიების პრეროგატივაა, რადგან გარდაცვალების ფაქტი დადგა. რამდენად გაუფრთხილებლობის შედეგი იყო თუ რაღაც პირობების, მაგალითად უსაფრთხოების პირობების დაუცველობის.

ახლა რომ ჯგუფი გავუშვათ იქ დაგვხვდება ლიადაგი და შეიძლება რამდენიმე ადამიანი, რომელიც იქ მუშაობს, თუმცა დაზიანების და სიკვდილის ფაქტი რამ გამოიწვია, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუ სურს გამოძიებას წაიყვანოს შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით, მაშინ შეუძლია მოგვამართოს.

მშენებლობაზე უფრო მარტივად არის შესაძლებელი დადგენა უსაფრთოების ნორმები დაირღვა თუ არა. იქ არის ფაქტი უბედური შეთხვევის და ის მშენებლობა არსად მიდის, ის პირობებიც არ იცვლება  ერთ საათში და ორ საათში, ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ხოლმე. თან აქ ძალიან დიდი დრო არის გასული ფაქტსა და დამდგარ შედეგს შორის და გარდაცვალების ფაქტი ჩვენთვისაც ცნობილი ახლა გახდა. დაშავების ფაქტზე ჩვენ ინფორმაცია არ გვქონია”,-განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად