ლევან ვასაძე: თქვა რა ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა და აღარ შევაწუხე ეს კარგი ხალხი ჩემი იქ ჩასვლით

“ჩვენ არ ავაშენებინეთ მათ ამ ფორმით ამ ჰესს, გინდა, ახტნენ გინდა – დახტნენ, რაც გინდა აკეთონ, ეს გამორიცხულია.” – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.

“ჩინოვნიკებმა რამდენიც უნდა იძახონ რაღაცები, ხალხის თვალში უმნიშვნელოვანესი აქტივები უნდა ეკუთვნოდეს ჩვენს სახელმწიფოს. თუ საკონტროლო პაკეტი ჩვენს სახელმწიფოს ეკუთვნის ასეთ სტრატეგიულ ჰესში, და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა ამა თუ იმ ფორმით ეთანხმება ასეთი ჰესის აშენებას, მაშინ ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ  ქვეყანამ წაიწიოს წინ. ესენი ამას ვერ იზამენ.

ა იყო ხელოვნური მცდელობები, რომ ჩვენ დაგვაპირისპირონ მათ, ჩემი თავი ენაცვალოს რიონის ხეობის მცველებს და იმ ოქროსავით ხალხს, ვინც ამდენი თვეა, გმირულად იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. უფრო მეტიც, თქვა რა ამ ოქროსავით კაცმა, ვარლამ გოლეთიანმა, რომ ჩვენ არ გვინდა პოლიტიკურში გადასვლაო, ჩვენ ხეობას ვიცავთო, მე ვეცი მათ პატივი, ადამიანმა, რომელშიც დუღდა ეს გადაწყვეტილება, შევიდე, არ შევიდე პოლიტიკაში, აღარ შევაწუხე ეს კარგი ხალხი ჩემი იქ ჩასვლით, ვიღაცას არ ეფიქრა, რომ ჩამოვიდა და მათ გვერდზე გაიჯგიმაო. მე მათი მხარდაჭერის სხვა ფორმა მოვნახე და ახლაც ვამბობ, ერთ კვირაში ატარებენ აქციას? ყველანი მივიდეთ რიგით ჯარისკაცებად. წავიდეთ, მე მოვალ იქ, როგორც რიგითი მოქალაქე, დავდგები უკანა რიგებში და მხარს დავუჭერ რიონის, მოსახლეობას, რათა ჰესი არ აშენდეს“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...