ლევან ვასაძე: ჭიჭყინით შევაჩერებთ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან?

“სახელმწიფო დიალოგი უნდა დაიწყოს, ორ სახელმწიფო ლიდერს შორის”

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი არის ერთადერთი გზა ტერიტორიების დასაბრუნებლად.

“სახელმწიფო დიალოგი უნდა დაიწყოს, ორ სახელმწიფო ლიდერს შორის. ჭიჭყინით შევაჩერებთ ამ მცოცავ ოკუპაციას და შარვლების ჩახდით მავთუხლართებთან? რამე მოგიტანათ პროვოკაციებმა?”- განაცხადა ლევან ვასაძემ.

გადავწყვიტე, მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში – ამის შესახებ ლევან ვასაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ერთობა, რაობა, იმედი” – ამ სახელწოდების იქნება ბიზნესმენი ლევან ვასაძის ახალი ორგანიზაცია.

“მე მივიღე ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, პირად ჭრილში, რომ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელ სტატუს, კერძო პირისას და გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე და მოვიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის ფაქტია, რომ ქვეყანა შესულია პერნამენტულ კრიზისში”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები
იტვირთება...