ლევან ვასაძე: შსს-ს პატივისცემით პატრულირებას ვაუქმებთ

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში “კაცების აქციაზე” განაცხადა.

“პატრულირებას ვაუქმებთ ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს პატივისცემით და მადლიერებით. მზად ვართ 1 ტელეფონის ღილაკით გავჩნდეთ სადაც საჭიროა, თუ პირობა დაირღვევა და გარყვნილების ზეიმის მცდელობა იქნება” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისთვის, გუშინ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში, “თბილისის პრაიდის” საპროტესტო “კაცების აქციაზე” განაცხადა, რომ თბილისის ქუჩებში პატრულირების მიზნით ლეგიონს ქმნიდა. ასევე,  LGBT თემის “ყურის აწევის საზოგადოების” დაფუძნების იდეით გამოვიდა.

მოგვიანებით შსს-მ  გაავრცელა განაცხადება, რომ  უკანონო ფორმირებების შექმნის მოწოდებისთვის ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს

შეგახსენებთ, დღეს “თბილისის პრაიდის” ორგანიზატორი გიორგი თაბაგარი და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თაბაგარმა “აიპრესთან” განაცხადა: უსაფრთხოების გამო, შსს-მ გვითხრა “თბილისი პრაიდი” არ ჩაატაროთო

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად