ლევან ვასაძე: “რუსთავი 2” პროვოკატორების არხი და ხალხის მტერი ხართ… მიმაჩნია, გახარია არ უნდა გადადგეს

ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ სახელმწიფო გადატრიალება აღიკვეთა და მგონია, რომ გახარია არ უნდა გადადგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მძულს ის ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ უნდა გადადგეს. მობრძანდნენ და გააპროტესტონ. თუ ვინმეს დანაშაული მიუძღვის მინისტრის ჩათვლით, პასუხი უნდა აგონ.

მაგრამ, ის რომ ეს იყო თქვენი – რუსთავი 2-ის პროვოკაცია, ეს ასეა. თქვენ ხართ პროვოკატორების ტელეარხი, ხალხის მტერი, თქვენი ხელმძღვანელობა არის ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი და თქვენ სპეკულირებთ რუსული ოკუპაციით, რომ ჩვენ გამოვიწვიოთ კიდევ ერთ ოკუპაციაზე ჩვენი ოკუპანტი, აგინებთ პირდაპირ ეთერში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პრეზიდენტს. ასევე მავთულხლართებთან მირბენა და შიშველი უკანალების ჩვენება უდიდეს სირცხვილად მიმაჩნია და მიმაჩნია, რომ არანაირად არ გავაახლოვებს საქართველოს გაერთიანებას. თუ საქართველოს გაერთიანება გვინდა, ფარჩაკები და ქალაჩუნები კი არ უნდა ვიყოთ, არამედ კაცები და ქალები უნდა ვიყოთ. უნდა დავუჯდეთ ასე პირდაპირ”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...